თბილისის სატრანსპორტო კომპანია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“ ამომსვლელ მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება.
"მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“ მცირე ხნით დაიკეტა მგზავრთა მიღებაზე. საჭირო გახდა ჩამსვლელ ესკალატოტზე ტექნიკური სამუშაოების წარმოება, რაც დაახლოებით 30 წუთს გასტანს. ამომსვლელი მგზავრები ჩვეულ რეჟიმში ისარგებლებენ მეტროსადგურის მომსახურებით. სამუშაოების დასრულებისთანავე სადგური გააგრძელებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო,"- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.