logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

Mugler, Diesel და Balenciaga: ალბან ადამის კარიერული გზა ტოპ მოდის ბრენდებში

Mugler, Diesel და Balenciaga: ალბან ადამის კარიერული გზა ტოპ მოდის ბრენდებში

1741867353

როგორ ქმნიან მოდის ლიდერი ბრენდები თავიანთ უნიკალურ კომუნიკაციურ სტრატეგიებს? როგორ შეიძლება PR და მარკეტინგული ხედვა გარდაიქმნას გლობალური ბრენდის წარმატებად? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე თავად ალბან ადამი ისაუბრებს 17 მარტს, 17:00 საათზე სასტუმრო სტამბაში (Dome სივრცეში), სადაც ESMOD x BTU პარტნიორობის ფარგლებში გამართავს მასტერკლასს.

ალბან ადამი სპეციალურად ამ მასტერკლასისთვის ჩამოდის საქართველოში და თავის მრავალწლიან გამოცდილებას გაუზიარებს ქართველ მოდის პროფესიონალებსა და სტუდენტებს

ალბან ადამი ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა თანამედროვე მოდის კომუნიკაციაში. მისი კარიერა მოიცავს თანამშრომლობას ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა Mugler, Diesel და Balenciaga, სადაც მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მათ საერთაშორისო იმიჯისა და სტრატეგიული განვითარებისთვის.

  • Mugler–ში, როგორც კომუნიკაციების დირექტორმა, ბრენდის გლობალური იმიჯი განავითარა და მისი პოზიციონირება კიდევ უფრო გაამყარა.
  • Diesel–ში, ჩრდილოეთ ევროპის PR მენეჯერობისას, მან ბრენდისთვის ახალი კომუნიკაციური სტრატეგიები შეიმუშავა, რამაც გლობალურ ბაზარზე Diesel-ის პოზიციები გააძლიერა.
  • Balenciaga–ში კი, ლოტა ვოლკოვასთან ერთად, მან გადამწყვეტი ცვლილებები შეიტანა ბრენდის PR და კომუნიკაციის მიმართულებით.

მისი ანალიტიკური ხედვები და სტატიები ისეთ წამყვან გამოცემებში ქვეყნდება, როგორებიცაა Dazed და NOWNESS, სადაც ის განიხილავს მოდის, ხელოვნებისა და მედიის ურთიერთკავშირს.

ეს მასტერკლასი არის ESMOD x BTU პარტნიორობის ერთ-ერთი პირველი ღონისძიება, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია – მომავალში არაერთი საერთაშორისო მოდის ექსპერტი ჩაატარებს მასტერკლასებს ამ თანამშრომლობის ფარგლებში.

ეს არის უნიკალური შანსი მოდის ინდუსტრიის ყველა ენთუზიასტისთვის, შეისწავლონ თანამედროვე მოდის კომუნიკაციის სტრატეგიები პირდაპირ მსოფლიო ბრენდების ლიდერისგან. 

თარიღი: 17 მარტი, ლოკაცია: სასტუმრო სტამბა, Dome

ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია TKT.GE-ზე. თიბისი კონცეპტის ბარათით გადახდის შემთხვევაში მიიღებთ 20%-იან ფასდაკლებას.

ნიკოლოზ გამყრელიძე რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე: შეგვეძლო გვესაუბრა დასავლელ პარტნიორებთან {რუსეთის სანქცირებაზე } და მათგან დიდი ბენეფიტი მიგვეღო

ნიკოლოზ გამყრელიძე რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე: შეგვეძლო გვესაუბრა დასავლელ პარტნიორებთან {რუსეთის სანქცირებაზე } და მათგან დიდი ბენეფიტი მიგვეღო

გამოგვყევით