logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რიცხვი ყოველწლიურად 8%-მდე იზრდება - მათე ტაკიძე

პროფესიული განათლებისადმი დაინტერესება გაზრდილია. მსურველთა რიცხვი ყოველწლიურად 7-8%-ით იმატებს, - ამის შესახებ კოლეჯი "სპექტრის" მათე ტაკიძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, დღეს ქვეყნის ეკონომიკის ქვაკუთხედი არის პროფესიული განათლების განვითარება.

"ბევრი მიმართულებაა, სადაც მოთხოვნა მაღალია. მაგალითად, ეს გახლავთ სამშენებლო ინჟინერია, ტურიზმის სეგმენტი, სოფლის მეურნეობა, IT ინჟინერია, თუ სამედიცინო მიმართულებები. საქართველოში ყველანაირი პირობა არსებობს, რომ ბიზნესი განვითარდეს, მაგრამ ყველაზე მთავარი პრობლემა ადამიანური რესურსის ნაკლებობა და დეფიციტია. შესაბამისად, ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ბევრი ადამიანი მოვიზიდოთ და ბევრ ადამიანს მივცეთ ცოდნის მიღებს საშუალება. გვაქვს როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი პროგრამები. სექტემბერში დავიწყეთ სწავლა და 500-ზე მეტი სტუდენტი მივიღეთ სხვადასხვა მიმართულებაზე. ქვეყნის მასშტაბით არ არსებობს დაბა, ან ქალაქი, სადაც პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა არ არის. 

ჩვენ გვინდა და გვჭირდება, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი იყოს კვალიფიციური და ბიზნესი ელოდება მათ, რომ დაასაქმოს თავიანთ ბიზნესებში. ჩვენთან დუალური განათლების პროგრამა უკვე მესამე წელია მიმდინარეობს და ერთ-ერთმა კომპანიამ 5 მლნ-ის ინვესტიცია განახორციელა. ეს არის წყლის მიმართულებაზე, მათ შორის, წყალმომარაგების და წყალარინების მიმართულებები. აქ სტუდენტები სწავლობენ დუალურად, პარალელურად არიან დასაქმებულები და მათი საშუალო ანაზღაურება 600-ლარიდან 5000-ლარამდე ადის. ისინი თან სწავლობენ და თან ამ კომპანიაში მუშაობენ. 14 ბრენდირებული ლაბორატორია აქვს კოლეჯ "სპექტრს", სადაც ინვესტიცია სხვადასხვა ბიზნესმა ჩადო. თუ ვინმე ამბობს, რომ დღეს ბიზნესი პროფესიული განათლებით არ ინტერესდება, ეს იმის ბრალია, რომ ისინი ვერ კომუნიცირდებიან ბიზნესთან სათანადოდ. 

ჩვენ კიდევ ერთ ახალ პროექტს ვიწყებთ. ერთ-ერთი ბიზნესი კიდევ შემოდის ჩვენთან და მათი ინვესტიციის მოცულობა საწყის ეტაპზე 1 მლნ. ლარი იქნება. ეს არის დურგალის, ხის მხატვრული დამუშავებისა და რესტავრაციის მიმართულებებზე. ძალიან დიდი მოთხოვნაა მასიური ხის წარმოებაზე, რადგან ბევრი ინვესტიცია შემოვიდა ბოლო რამდენიმე წელში ქვეყანაში და ავეჯის მიმართულებით ბევრი მნიშვნელოვანი ქარხანა შენდება. შესაბამისად, ბიზნესს სჭირდება მაღალი დონის სპეციალისტები. დღეს ბიზნესი თავად გვთავაზობს პროგრამებს. ნებისმიერი პროგრამა ჯერ თანხმდება ბიზნესთან და ამის შემდეგ გავდივართ სახელმწიფო ავტორიზაციას", - აცხადებს მათე ტაკიძე. 

"2030 წლისთვის ჩვენი სახელმწიფო ნებისმიერ სხვა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის" - ირაკლი კობახიძე

"2030 წლისთვის ჩვენი სახელმწიფო ნებისმიერ სხვა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის" - ირაკლი კობახიძე

გამოგვყევით