ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ,,სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.
უცხო ქვეყნის მოქალაქის, მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, წინასწარ მოწყობილ სამალავში, აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონელი - კერძოდ, 180 კოლოფი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, ჩამოერთვა არადეკლარირებული საქონელი და 1000 ლარით დაჯარიმდა.