logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

"სეს-მა რძისა და რძის მწარმოებელ კომპანიებში 4786 სახელმწიფო კონტროლი განახორციელა, დარღვევების მაჩვენებელმა, აპრილის მონაცემებით, 3.3% შეადგინა"

"სეს-მა რძისა და რძის მწარმოებელ კომპანიებში 4786 სახელმწიფო კონტროლი განახორციელა, დარღვევების მაჩვენებელმა, აპრილის მონაცემებით, 3.3% შეადგინა"

1744293049

მიმდინარე წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძისა და რძის მწარმოებელ კომპანიებში 4786 სახელმწიფო კონტროლი განახორციელა, დარღვევების მაჩვენებელმა, აპრილის მონაცემებით, 3,3% შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო (სეს) ავრცელებს. 

"გარდა ამისა, მიმდინარეობს ნედლი რძის კვლევა სხვადასხვა მაჩვენებელზე, კერძოდ:  ვეტერინარული პრეპარატებისა და სხვა დამაბინძურებლების ნარჩენი ნივთიერებების გამოსაკვლევად მიმდინარე წელს აღებული იქნება 300 ნიმუში;  რძესა და რძის ნაწარმში ცხიმის სისუფთავის განსაზღვრისათვის - 300 ნიმუში; ბრუცელოზზე გამოსაკვლევად - 200 ნიმუში; ყველში სტაფილოკოკური ენტეროტოქსინის გამოსავლენად - 50 ნიმუში; ყველში კუაგულაზა დადებითი სტაფილოკოკუს აურეუსის კვლევისთვის - 50 ნიმუში; სასმელ რძეში აფლატოქსინ M1-ის კვლევისთვის - 100 ნიმუში; რძესა და რძის პროდუქტებში (მათ შორის, ბავშვთა კვება) ტყვიის შემცველობის განსაზღვრისათვის - 20 ნიმუში; სალმონელასა და ლისტერიას გამოსავლენად - 165 ნიმუში. 

აღსანიშნავია, რომ რძისა და რძის პროდუქტების ნიმუშების აღება მოხდეს სათანადო წესითა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით, რათა გამოირიცხოს საკვლევი ნედლეულის დაბინძურება," - ნათქვამია სეს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გამოგვყევით