logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

შავი ზღვის დაცვის კონვენციურმა სამმართველომ, 2026 წელს, 219 გემის ინსპექტირება განახორციელა

შავი ზღვის დაცვის კონვენციურმა სამმართველომ, 2026 წელს, 219 გემის ინსპექტირება განახორციელა

1793443116

31 ოქტომბერი შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღეა. წყლის დაბინძურებისა და ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია.

შავი ზღვის აკვატორიაში გარემოსდაცვით სახელმწიფო კონტროლს დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველო ახორციელებს. სამმართველო საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა თუ ნავსადგომებში შემოსული გემების მონიტორინგს ახდენს.

შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში 219 გემის ინსპექტირება განახორციელეს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 40 ფაქტი გამოავლინეს.

სამართალდარღვევებიდან 13 მცურავი საშუალებებიდან ზღვის დაბინძურების ფაქტია, რაც 100 000 ლარიან ჯარიმას და გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითვალისწინებს, 1 - გემიდან ზღვის საყოფაცხოვრებო-მყარი ნარჩენებით დაბინძურების ფაქტი, 6 - თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტი, 1 - თევზჭერის წესებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის ფაქტი, 19 - სახომალდო დოკუმენტებში არასწორი ჩანაწერების ფაქტი.

წლის განმავლობაში ამოღებულია ზღვაში უკანონოდ ჩაგებული 40 ცალი სახლართი ტიპის ბადე.

სამართალდარღვევების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 35 ათას ლარს აჭარბებს, სამართალდამრღვევების მიმართ დაკისრებული ჯარიმის ოდენობა კი მილიონ ლარზე მეტია.

მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლებში საგრძნობლად მცირდება გემების მხრიდან ზღვის ნავთობშემცველი წყლებით დაბინძურების ფაქტები, რაც ერთი მხრივ შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს ეფექტიანი მუშაობის, მეორე მხრივ კი, გაზრდილი საჯარიმო სანქციების შედეგია, რასაც შემაკავებელი ეფექტი აქვს.



სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს თურქეთის ტყის ინჟინერთა პალატის დელეგაცია ეწვია

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს თურქეთის ტყის ინჟინერთა პალატის დელეგაცია ეწვია

გამოგვყევით