logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

თბილისი-ოზურგეთის რეისზე მგზავრობის დრო 2 საათით შემცირდება

თბილისი-ოზურგეთის რეისზე მგზავრობის დრო 2 საათით შემცირდება

1738928799

2025 წლის 11 თებერვლიდან თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით სწრაფი ელექტრომატარებელი (#854/853) იმოძრავებს. ამის შესახებ ინფორმაციას  საქართველოს რკინიგზა ავრცელებს და აცხადებს, რომ შედეგად მგზავრობის ხანგრძლივობა შემცირდება დაახლოებით 2 საათით. ასევე, მატარებლის ტევადობა გაიზრდება 100 ადგილით.

რეისები შესრულდება დღეგამოშვებით. განრიგი კი შემდეგია:
- თბილისიდან გასვლა – 09:00; ოზურგეთში ჩასვლა – 16:18
- ოზურგეთიდან გასვლა – 08:40; თბილისში ჩასვლა – 16:00

რაც შეეხება მგზავრობის ღირებულებას, მეორე კლასის ბილეთის ფასი – 11-15 ლარი (დაშორების მიხედვით).

რაც შეეხება თბილისი-ქუთაისის მიმართულებას, საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ქუთაისში მიმავალი მგზავრები იმგზავრებენ ოზურგეთის მიმართულებით მოძრავი მატარებლით რიონის სადგურამდე. ხოლო რიონის სადგურიდან "ქუთაისი 1"-ის სადგურამდე იმგზავრებენ #6355/6356 და #6353/6354 ელექტრომატარებლებით, რომლების გრაფიკი, რკინიგზის ცნობით, თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მატარებლის განრიგს მორგებულია.

"ქუთაისში მიმავალი მგზავრები თბილისი-ოზურგეთის მატარებლით ჩავლენ რიონის სადგურამდე. ხოლო იმ მგზავრებს, ვისაც ქუთაისი 1-ის სადგურამდე მისვლა სურთ, რიონში გადასხდებიან ელექტრომატარებლებში (#6355/6356 და #6353/6354), რომლებიც მგზავრებს ქუთაისი 1-ის სადგურში 20 წუთში ჩაიყვანს. მგზავრობის ტარიფი (რიონი-ქუთაისი 1) 50 თეთრია", -ნათქვამია  კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გამოგვყევით