logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"რონიკო" VS მომხმარებელი - GCCA-იმ კომპანიას ვალდებულებების შესასრულებლად 1 თვე მისცა

"რონიკო" VS მომხმარებელი - GCCA-იმ კომპანიას ვალდებულებების შესასრულებლად 1 თვე მისცა

1738912800

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA) შპს „რონიკო"-ს დაევალდებულა  გამოასწოროს კომპანიის შიდა პოლიტიკა და  კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს. შესაბამისი პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსა და შპს "რონიკოს"  შორის გაფორმდა.

GCCA-ს და მოვაჭრეს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, სააგენტოს გადაწყვეტილებით მოვაჭრეს დაევალა:

- გამოასწოროს კომპანიის შიდა პოლიტიკა და  კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს;

- შეიმუშაოს მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ფორმა ქართულ ენაზე, მკაფიოდ, გასაგებად, სრულად და  სავაჭრო ობიექტებში განათავსოს;

- უზრუნველყოს მომსახურებაზე გასაყიდი და ერთეულის ფასის მკაფიო, გასაგები ფორმით მითითება;

- მკაფიოდ ჩამოაყალიბოს საგარანტიო პირობები და ა.შ.

GCCA-ის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების თანახმად, მოვაჭრეს განესაზღვრა 1 თვის ვადა -  სააგენტოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.

გამოგვყევით