logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"ჩინეთიდან ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა, რაც წლიდან წლამდე უფრო ხელშესახები გახდება" - გიორგი დოლიძე

ჩინეთიდან ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა, რაც წლიდან წლამდე უფრო ხელშესახები გახდება, - ამის შესახებ HSC Group Hospitality დირექტორმა გიორგი დოლიძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, წინა წლის მაჩვენებლების მსგავსად, წელსაც საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი ისრაელიდან ჩამოდის.

"ქვეყნები, საიდანაც ტურისტები ჩამოდიან იყვნენ: ისრაელი, არაბეთის ქვეყნები, მეზობელი ქვეყნები და სხვა ევროპული ქვეყნები. წელსაც თითქმის ასეთი თანმიმდევრობაა. სხვადასხვა მიმართულებით დაემატა პირდაპირი ფრენები, მათ შორის, ჩინეთიდან და ინდოეთიდან.

ჩვენ ძალიან ხშირად მიგვიღია მონაწილეობა  გამოფენებში ქართველ პარტნიორ ტურისტულ ორგანიზაციებთან ერთად. ამ გამოფენებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის რესურსს ვიყენებთ, რადგანაც ისინი ერთ დიდ პავილიონს ქირაობენ ხოლმე და შესაბამისად, ჩვენთვის ამათუ იმ კონფერენციაში მონაწილეობის მიღება უფრო ბიუჯეტურად არის ხელმისაწვდომი.

რაც უფრო ხშირად ნახულობს პიროვნება, რომ ამ ქვეყანაში რაღაც საინტერესო ხდება და საქართველოში ჩასვლა კარგ ემოციებთან არის დაკავშირებული - ეს პირდაპირ აისახება ტურისტულ კომპანიაზეც და განთავსების ობიექტზეც", - აცხადებს გიორგი დოლიძე.

მანვე აღნიშნა, რომ 2025 წელს ტურიზმის სექტორის დატვირთულობამ და ფინანსურმა მაჩვენებლებმა 2024 წლის მონაცემებს სავარაუდოდ, 7-დან 10%-მდე უნდა გადააჭარბოს. 

გამოგვყევით