logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"უმოქმედო სესხების წილი 2.6%-ს შეადგენს, რაც ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელია" - თამთა სოფრომაძე

უმოქმედო სესხების წილი 2.6%-ს შეადგენს, რაც სხვა ქვეყნების მონაცემებს, რომ შევადაროთ ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელია, - ამის შესახებ სებ-ის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა თამთა სოფრომაძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისვე ინფორმაციით, საკრედიტო აქტივობა მაღალ დონეზე ნარჩუნდება. 

"საბანკო სექტორი მდგრადია და საკმაოდ კარგი მაჩვენებლები ნარჩუნდება. საბანკო დაკრედიტება დეკემბრის ბოლო პერიოდის მდგომარეობით 17%-ს შეადგენს. მნიშვნელოვანია ის, რომ ძირითადი წვლილი ამ საბანკო დაკრედიტებაში ბიზნესის სესხებს შეაქვს.

ქვეყანაში მიმდინარე შიდა ტურბულენტური მდგომარეობა სენტიმენტებზე აისახა და ამან საკრედიტო აქტივობის ზრდის ტემპში გარკვეული შენელება გამოიწვია, თუმცა იანვრის დასაწყისიდან საკრედიტო აქტივობა კვლავ გააქტიურებულია.

ყველაზე მეტად მიმდინარე სენტიმენტები აისახა იმაზე, რომ ოქტომბრის და ნოემბრის პერიოდში დეპოზიტების დოლარიზაცია გაიზარდა. რა თქმა უნდა, შიდა ეკონომიკურმა მდგომარეობამ სენტიმენტებზე მოახდინა გავლენა და ეს გამოისახა დეპოზიტების დოლარიზაციის ზრდაში", - აცხადებს თამთა სოფრომაძე.

გამოგვყევით