logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ადგილობრივ ბაზარზე ღვინოზე მოთხოვნა თითქმის განახევრდა - მეღვინეობა "მელიტონი"

"ადგილობრივ ბაზარზე ღვინის მიმართულებით გაყიდვები თითქმის განახევრებულია, - ამის შესახებ მეღვინეობა "მელიტონის" დამფუძნებელმა გიორგი სხირტლაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა. 

მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე კომპანიას რაიმე პროგნოზის გაკეთება უჭირს. 

"ფაქტობრივად, შეჩერებულია ღვინის სფეროში აქტივობა. სიტუაცია, რომ უნდა დასტაბილურდეს ცალსახაა. ამ მდგომარეობიდან მალე უნდა გამოვიდეთ. ზოგადად, ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული, მით უმეტეს, ჩვენი პროდუქტი სტაბილურობის პროდუქტია და როცა განვითარება და კეთილდღეობაა აქტიურად მაშინ იყიდება", - აცხადებს გიორგი სხირტლაძემ.

რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს - კომპანია "მელიტონი" ამ ეტაპზე ექსპორტზე პროდუქციის 30%-ს ყიდის. 

"ჩვენი ღვინო იყიდება ისეთ ქვეყნებში როგორიცაა: დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, ესპანეთი, ჰოლანდია, აზერბაიჯანი და სხვა. გვაქვს მოლაპარაკებები ჩინეთთან. უკვე ორჯერ იყვნენ ჩამოსული და ვნახოთ, გვაქვს იმედი, რომ ჩინურ ბაზარზეც გავალთ. ქართული ღვინო საექსპორტო ბაზრებისთვის ყოველთვის საინტერესო პროდუქტი იქნება, თუ სწორად წარვუდგენთ და მივაწვდით", - აღნიშნა გიორგი სხირტლაძემ. 

ცნობისთვის, მეღვინეობა "მელიტონი" ბაზარზე 2021 წელს გამოჩნდა. კომპანიას დაახლოებით, 5 ჰა ვენახი და ღვინის ქარხანა რაჭაში, სოფელ კვაცხუთში აქვს. მეღვინეობა ყურძენს ადგილობრივი მწარმოებლებისგანაც იბარებს. ამ ეტაპზე კომპანია დაახლოებით, 12 დასახელების ღვინოს აწარმოებს.

გამოგვყევით