logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"ყველაზე დიდი ექსპორტიორი დღეს ალბათ არის ხვიჩა კვარაცხელია, ის არის საქართველოს სახელის ყველაზე დიდი ამბასადორი"

"ყველაზე დიდი ექსპორტიორი დღეს ალბათ არის ხვიჩა კვარაცხელია, ის არის საქართველოს სახელის ყველაზე დიდი ამბასადორი"

1748853240

სააგენტო "აწარმოე საქართველოში" ექსპორტის სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობს.

როგორც სააგენტოს ექსპორტის დეპარტამენტის უფროსმა "ბიზნესპარტნიორის" დილის ეთერში განაცხადა, დოკუმენტზე მუშაობა საკონსულტაციო და აუდიტორული კომპანია EY-ს  თურქეთისა და საქართველოს ფილიალებთან ერთად მიმდინარეობს და მისი ჩამოყალიბების შემდეგ სააგენტოს ახალი აქტივობები დაიგეგმება.

ნიკა მამუკელაშვილმა აღნიშნა, რომ სააგენტო "აწარმოე საქართველოში" ძირითადი მანდატი ქართული ექსპორტის სტიმულირება და ბაზრების დივერსიფიცირების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ წლის განმავლობაში თითქმის ყველა საერთაშორისო გამოფენებშია წარმოდგენილი დაწყებული ევროკავშირის ქვეყნებით სპარსეთის ყურის ქვეყნებით დასრულებული.

"ყველაზე დიდი ექსპორტიორი დღეს ალბათ არის ხვიჩა კვარაცხელია, ის არის საქართველოს სახელის ყველაზე დიდი ელჩი და ამბასადორი. დღეს ცნობიერება და ცნობადობა ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა და ხვიჩა კვარაცხელია ნამდვილად გვეხმარება რომ საქართველოს ცნობადობის გაზრდაში მსოფლიოში" - განაცხადა ნიკა მამუკელაშვილმა.

გამოგვყევით