logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

აზერბაიჯანიდან ძირითადად სპორტსმენები ჩამოდიან - სასტუმრო "სერენიტი"

ზაფხულის დაწყებასთან ერთად, სასტუმროში უცხოელი დამსვენებლების რიცხვი იზრდება. თბილისში, ვარკეთილში მდებარე სასტუმრო "სერენიტის"დირექტორის, გიორგი ათუაშვილის ინფორმაციით, უცხოელი ვიზიტორები ძირითადად ირანიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან არიან. 

როგორც "ბიზნესპარტნიორთან" სასტუმროს დირექტორი აღნიშნავს, აზერბაიჯანიდან ვიზიტორები ძირითადად სპორტსმენები ჰყავს.

მისივე თქმით, წინა წელთან შედარებით, ზაფხულში ვიზიტორების რაოდენობა უნდა გაიზარდოს.

„ამ ეტაპზე, ჩემ სასტუმროსთან, ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს... ივნისიდან უკვე დატვირთულობას ველოდები, თუმცა რამდენით პროცენტით გაიზრდება, მომხმარებელთა რიცხვი, კონკრეტული ციფრის დასახელება გამიჭირდება. ჯავშნები, როგორც Booking.com-ზე მაქვს, ასევე ადგილობრივ ტურისტულ კომპანიებთან ვთანამშრომლობ. წინა წელს დატვირთულობა უფრო დიდი იყო, აღნიშნულის ერთადერთი მიზეზი კი, სასტუმროს მიმდინარედ ქუჩის რეაბილიტაციაა. უცხოეთიდან ვიზიტორები, ირანიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან მყავს. ამასთან, აზერბაიჯანიდან ძირითადად სპორტსმენები ჩამოდიან. ვთანამშრომლობთ ჩვენს სამეზობლო ქვეყნებთან, რომ ერთმანეთთან ხშირი მიმოსვლა გვქონდეს", - აღნიშნავს გიორგი ათუაშვილი.

"სერენიტის" დირექტორმა აღნიშნა, რომ სასტუმროში მომხმარებლების პროცენტული გადანაწილება სეზონზეა დამოკიდებული.

"რაც შეეხება სტუმრებს, ყველაფერი სეზონზეა დამოკიდებული. კერძოდ, თბილისში ჩვენი სეზონი მარტის თვიდან იწყება, ამ დროს მინიმუმ, 80% უცხოელი ვიზიტორები გვყავს. ოქტომბრის თვიდან ახალ წლამდე ტურისტების რაოდენობა იკლებს. აღნიშნულ პერიოდში, მინიმუმ 20% უცხოელებზე მოდის, 80% კი ადგილობრივი მოსახლეობაა. საქართველოში სხვადასხვა, კომპანიებთან, ადგილობრივ ბიზნესთან ვთანამშრომლობ, რომლებიც მიკავშირდებიან და და სტუმრები ძირითადად მივლინების მიზნით ჩამოდის.

ზაფხული მოდის და დიდი მოლოდინი მაქვს. წინა წელთან შედარებით დატვირთულობა უნდა გაიზარდოს. ყველანაირად ვცდილობ დამსვენებელს მოთხოვნის შესაბამისი კომფორტი შევთავაზო, რომ მეორედ კვლავ ჩვენი სასტუმრო აირჩიოს", - აღნიშნა გიორგი ათუაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისში, ვარკეთილში მდებარე სასტუმრო "სერენიტი" 23 ნომრიანია.

გამოგვყევით