logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

საკონფერენციო დარბაზის არ ქონის გამო, შეკვეთების 50% უქმდება - სასტუმრო "სერენიტი"

საქართველოში, MICE ტურიზმის განვითარება ძალიან აქტუალურია. თბილისში, ვარკეთილში მდებარე სასტუმრო
"სერენიტის" დირექტორის, გიორგი ათუაშვილის
ინფორმაციით, ხშირად მომხმარებელი ნომრის დაკავებამდე, საკონფერენციო დარბაზის ქონით ინტერესდება, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კი, შეკვეთების 50% უქმდება. 

როგორც "ბიზნესპარტნიორთან" სასტუმროს დირექტორი აღნიშნავს, მოთხოვნიდან გამომდინარე, სამომავლოდ საკონფერენციო დარბაზის მოწყობა სურს.

"საკონფერენციო დარბაზი, ამ ეტაპზე არ მაქვს, მაგრამ მაქვს სივრცე, სადაც მინდა მოვაწყო, რადგან მოთხოვნა წამოვიდა. კერძოდ, როდესაც ჩვენთან სპორტსმენები, სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები ჩამოდიან  შეხვედრების სივრცის სურვილი აქვთ. უცხოეთიდან ვიზიტორები - ირანიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან არიან. ამასთან, აზერბაიჯანიდან ძირითადად სპორტსმენები ჩამოდიან. ვთანამშრომლობთ ჩვენს სამეზობლო ქვეყნებთან, რომ ერთმანეთთან ხშირი მიმოსვლა გვქონდეს.  

MICE ტურიზმის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხშირია შემთხვევა, როდესაც ვიზიტორი ნომრის დაკავებამდე კითხულობს - გვაქვს, თუ არა შესაბამისი პირობები, კონკრეტულად, საკონფერენციო დარბაზი. უარყოფითი პასუხის დროს, ძირითად შემთხვევაში, შეკვეთების დაახლოებით, 50% უქმდება. შესაბამისად, მოთხოვნიდან გამომდინარე, მინდა, რომ განვითარდე და საკონფერენციო დარბაზი გავაკეთო", - აღნიშნავს გიორგი ათუაშვილი.

ცნობისთვის, თბილისში, ვარკეთილში მდებარე სასტუმრო "სერენიტი" 23 ნომრისგან შედგება.

გამოგვყევით