logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

თბილისში საახალწლო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს - თბილისის მერია

თბილისში საახალწლო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს - თბილისის მერია

1731411720

დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს. ილუმინაციები და კონსტრუქციები, საერთო ჯამში, 90-მდე ქუჩაზე და 30-მდე სკვერში მოეწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

უწყების ცნობით, მანათობელი ბაგირები ჭავჭავაძის გამზირზე მონტაჟდება, სადაც მიმდინარე სამუშაო პროცესს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა გაეცნო.

„თბილისის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს საახალწლო განათებების მოწყობა. გამომდინარე იქიდან, რომ ქალაქში მოცულობითი სამუშაოებია შესასრულებელი, განათებების მონტაჟი ნოემბრის დასაწყისში დავიწყეთ და დეკემბრის დასაწყისში დასრულდება“, - აღნიშნა გიორგი პაპავამ.

სამონტაჟო სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები ასრულებენ.

გამოგვყევით