logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"2025 წლის მოსავლის ქართული ღვინო იქნება საუკეთესო" - დავით სონღულაშვილი

"2025 წლის მოსავლის ქართული ღვინო იქნება საუკეთესო" - დავით სონღულაშვილი

1757154022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი გურჯაანში, საკოორდინაციო შტაბში, კახეთში რთველის მიმდინარეობის პროცესს გაეცნო. მინისტრმა ოპერატიული ინფორმაცია მოისმინა გადამუშავებული ყურძნისა და მოსავლის დაბინავების შესახებ.

„რთველი მევენახეებისთვის და მეღვინეობის დარგისთვის უმნიშვნელოვანესი პერიოდია, რადგან სწორედ ახლა იქმნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტი – ქართული ღვინო. ჩვენ წლის დასაწყისში განვაცხადეთ, რომ მნიშვნელოვანია ყურძნის ხარისხის გაუმჯობესება, რადგან ქართული ღვინო მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანი იყოს.

მევენახეები ინფორმირებულები იყვნენ, რომ კონდიციურ და ხარისხიან ყურძენში ისინი მეტ ანაზღაურებას მიიღებდნენ. რთველი ახლა იკრეფს ძალას. ამ ეტაპზე გადამუშავებული ყურძნიდან, უდიდესი წილი სწორედ კონდიციური და ჯანსაღია, რაც ნიშნავს, რომ 2025 წლის მოსავლის ქართული ღვინო იქნება საუკეთესო. 

ქართული ღვინის მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანობას სწორედ მისი ხარისხი და უნიკალურობა განსაზღვრავს. საქართველო ღვინის სამშობლოა, ქართული ღვინო კი, უდავოდ უნიკალური; სწორედ ამიტომ გვაქვს  ამბიცია, ვაწარმოოთ ხარისხიანი და მოთხოვნადი ღვინო“, - აღნიშნა მინისტრმა.

გამოგვყევით