26 მაისს, ქალაქ ამბროლაურში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე საზეიმოდ მოწყობილ სივრცეში წარმოდგენილი იქნება ქართული ღვინისა და ვაზის კულტურის ისტორიასა და ტრადიციებთან დაკავშირებული ვიზუალური და საინფორმაციო მასალა.
11.00 საათიდან სტუმრებს ადგილობრივი მეღვინეები და მეწარმეები უმასპინძლებენ, ბავშვებისთვის მოეწყობა შემეცნებით-გასართობი სივრცე, გაიმართება ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი. ტრადიციულად, 17:10 სთ-ზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო საზეიმოდ აღინიშნება - ანსამბლი "სულიკო" საქართველოს ჰიმნს შეასრულებს.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება დღის ბოლოს გალაკონცერტით დასრულდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქ. რუსთავაში და ქ. ფოთში გაიმართება.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება.