logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა პროექტების ხარისხს გაზრდის" - Galt & Taggart

Galt & Taggart-ის შეფასებით, აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა გრძელვადიანად პოზიტიურია - გაზრდის პროექტების ხარისხს, სექტორის კორპორატიზაციას და სახელმწიფო რესურსების მიზნობრივ გამოყენებას. 

მათივე ცნობით, განახლებული პროგრამა სახელმწიფო თანადაფინანსებას  ერთიან ჩარჩოში აქცევს და ამავე დროს ამკაცრებს პროექტების შესრულების, მონიტორინგის, აუდიტისა და აღრიცხვის მოთხოვნებს.

"ცვლილება გრძელვადიანად პოზიტიურია - გაზრდის პროექტების ხარისხს, სექტორის კორპორატიზაციას და სახელმწიფო რესურსების მიზნობრივ გამოყენებას. თუმცა, გრანტის ჩარიცხვის ვალდებულებების შესრულების შემდეგ ჩარიცხვამ და აგროკრედიტის სუბსიდიის შემცირებამ, შესაძლოა შეანელოს საინვესტიციო აქტივობა, განსაკუთრებით მცირე და საშუალო პროექტებში", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მოქმედი მოდელი სექტორს გაფართოებისკენ უბიძგებს, რაც პროდუქტიულობას გაზრდის.

"ახალი თანადაფინანსების მოდელი მოიზიდავს საშუალოდ უფრო მსხვილ ინვესტორებს, რადგან მათ კაპიტალის მობილიზების, საბანკო დაფინანსების მოზიდვისა და მომწოდებლებთან მოლაპარაკების უკეთესი შესაძლებლობა აქვთ.

ამასთან, ინვესტიციების ეფექტიანობა მოიმატებს ინვესტიციების ჯამური მოცულობის შესაძლო კლების ხარჯზე. მოქმედი მოდელის ფარგლებში, ინვესტორს პროექტის დაფინანსება თვითონ უწევს. გრანტი მხოლოდ ვალდებულებების შესრულების, აუდიტისა და ადგილზე კონტროლის შემდეგ ირიცხება (მაქსიმუმ 18-24 თვე). ასევე, აგროკრედიტის პროცენტის სუბსიდია შემცირდა და 11%-დან სებ-ის რეფინანსირების განაკვეთზე (8.25% ივლ-26) გადავიდა, ხოლო პერიოდი 48 თვიდან 36 თვემდე შემცირდა. ამ ყოველივემ შესაძლოა ინვესტიციაზე უკუგება შეამციროს, განსაკუთრებით დაბალი საწყისი კაპიტალის შემთხვევაში. რამაც საბოლოო ჯამში შესაძლოა ჯამური საინვესტიციო აქტივობა შეანელოს", - ვკითხულობთ კვლევაში.

ცნობისთვის, აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა 2026 წლის 1 ივლისს ამოქმედდა.

გამოგვყევით