logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

ჭიათურაში წარმოებული ღვინის 90% აშშ-ში გაიყიდება - "სოლომონეს" გეგმები

ჭიათურაში წარმოებული ღვინო შემოდგომაზე აშშ-ში გაიყიდება. როგორც  ღვინის მწარმოებელი კომპანია სოლომონეს დამფუძნებელი დავით ჩაჩანიძე ბიზნესპარტნიორთან აცხადებს, შეთანხმება უკვე მიღწეულია და სექტემბერ-ოქტომბერში  "სოლომონეს" მცირე პარტია ამერიკაში გადაიტვირთება.  სამომავლოდ დაგეგმილია ექსპორტის კუთხით აქცენტის მხოლოდ ამერიკაზე გაკეთება. 

მისი ინფორმაციით,  ამ ეტაპზე  "სოლომონეს"  ღვინო გადის  ინგლისში, ჩეხეთსა და ლატვიაში. "ადგილობრივ ბაზარზე დაახლოებით  10%-ით დავრჩები, დანარჩენი კი აშშ-ში წავა. დანარჩენ ბაზრებს ამ დროისთვის აღარ ველაპარაკებით, რადგან  ღვინოს დიდი მოცულობით ვერ ვაწარმოებ.  გასულ წელს  20 00 ბოთლი ჩამოვასხი, ჩვენი მაქსიმუმი 50 000 ბოთლია, რომელსაც 2025 წლის მოსავლით მივაღწევთ. სამომავლოდ დაგეგმილია ვენახების  ფართობის გაზტრდაც,"-აცხადებს ჩაჩანიძე. 

როგორც დავით ჩაჩანიძე აცხადებს,  ,,სოლომონე“  ჯამში 7 დასახელების ღვინოს აწარმოებს. 2023 წლის მდგომარეობით, წარმოებამ 20 ათასი ბოთლი შეადგინა. 

ცნობისთვის, „სოლომონეს“ მარანი ჭიათურაში, ლეჟუბანში მდებარეობს. ვენახები გაშენებულია 3 ჰექტარ ტერიტორიაზეა გაშენებული.

გამოგვყევით