logo
Loading data...
მთავარი ტექნოლოგიები

სტატია

"შემოსავლების სამსახურის მრავალარხიანი პლატფორმა მომხმარებლების დისტანციურ მომსახურებას უზრუნველყოფს" - თამარ გელეაშვილი

დღეს შემოსავლების სამსახურის მრავალარხიანი პლატფორმა არის ის საკონსულტაციო და საინფორმაციო ცენტრი, რომელიც მომხმარებლების დისტანციურ მომსახურებას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა თამარ გელეაშვილმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, მომსახურება დაყოფილია სამ ძირითად მიმართულებად - კანონმდებლობის რეკომენდაცია, პროცედურული ნაწილი და ელექტრონული სერვისების ხელმისაწვდომობა.

"რამდენიმე წლის წინ შემოსავლების სამსახურმა სტრატეგიით განსაზღვრა მომხმარებელზე ორიენტირებული და მორგებული სერვისების შექმნა. ამ მიზნის მისაღწევად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მრავალარხიანი პლატფორმის შექმნა, რომელსაც მომხმარებლისთვის საშუალება უნდა მიეცა, რომ ურთიერთობა გამარტივებულიყო. აღნიშნულ პლატფორმას, ასევე, მხარდაჭერა უნდა განეხორციელებინა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. შესაბამისად, ეს მრავალარხიანი პლატფორმა არის მთავარი საკონსულტაციო და საინფორმაციო ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს დაინტერესებული პირების დისტანციურად მომსახურებას. ეს არხებია: სატელეფონო ზარი - 2 29 92 99, rs ჩატი, ჭკვიანი ბოტი და ვიდეო ზარით მომსახურება. დღეის მდგომარეობით მთავარი საკონსულტაციო არხი ხელმისაწვდომია როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე", - აცხადებს თამარ გელიაშვილი. 

გამოგვყევით