logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

დავით სონღულაშვილი: იმერეთის რეგიონის მოსახლეობას, მათ შორის ფერმერებს, საშუალება აქვთ, ადგილზე ისარგებლონ სეს-ის მაღალი ხარისხის სერვისებით

დავით სონღულაშვილი: იმერეთის რეგიონის მოსახლეობას, მათ შორის ფერმერებს, საშუალება აქვთ, ადგილზე ისარგებლონ სეს-ის მაღალი ხარისხის სერვისებით

1749806036

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იმერეთის რეგიონში სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა და სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკურ შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნო.

დავით სონღულაშვილმა ხაზი გაუსვა რეგიონში სურსათის ეროვნული სააგენტოს გამართულად მუშაობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ სამივე მიმართულება - სურსათის უვნებლობა, ვეტერინარია და მცენარეთა დაცვა, რომელსაც სააგენტო ახორციელებს, უმნიშვნელოვანესია აგრარული სექტორის განვითარებისთვის.

როგორც მინისტრმა განაცხადა, რეგიონული სამსახურების შესაძლებლობების გაძლიერებით, პროფესიონალი კადრებით, შესაბამისი ინფრასტრუქტურით და აღჭურვილობით არის შესაძლებელი სოფლის მეურნეობის განვითარების  და გარემოს დაცვის პოლიტიკის აღსრულება.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ იმერეთის რეგიონის მოსახლეობას, მათ შორის ფერმერებს, საშუალება აქვთ, ადგილზე ისარგებლონ სურსათის ეროვნული სააგენტოს მაღალი ხარისხის სერვისებით.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის გიორგი იაკობაშვილის განცხადებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სააგენტოს რეგიონული სამსახურების შესაძლებლობები და მომსახურების ხარისხი.

„იმერეთის რეგიონული სამმართველო მოიცავს 12 მუნიციპალიტეტს, სადაც სამმართველოს ინსპექტორები უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ სამომხმარებლო ბაზრის კონტროლს, ვეტერინარულ ღონისძიებებს, მათ შორის ცხოველების უფასო ვაქცინაციას. აქტიურად ტარდება მცენარეთა დაცვის ღონისძიებები, რომელიც, პირველ რიგში, ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობებს გულისხმობს", - აღნიშნა გიორგი იაკობაშვილმა.

მინისტრთან ერთად, ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ზვიად შალამბერიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები კახა კაკაბაძე და სოლომონ პავლიაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანი და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი გიორგი დარჩია იმყოფებოდნენ.

 

გამოგვყევით