logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

საპენსიო ფონდი კომპანიებს შენატანების გაკეთებასთან დაკავშირებით აფრთხილებს - განცხადება

საპენსიო ფონდი კომპანიებს შენატანების გაკეთებასთან დაკავშირებით აფრთხილებს - განცხადება

1749814405

საპენსიო ფონდი კომპანიებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს. ფონდი მიუთითებს, რომ 2025 წლის 1 მაისიდან შესაბამისი დეკლარაციების წარუდგენლობის შემთხვევაში დამსაქმებლებს დაეკისრებათ ჯარიმები და საურავები, რომელთა თავიდან არიდებისთვისაც აუცილებელია, რომ კომპანიებმა სრულად მოახდინონ მათი თანამშრომლების საპენსიო სისტემაში დარეგისტრირება.

"2025 წლის 1 მაისიდან წარმოშობილი საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულება სრულდება საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენით, რისთვისაც საჭიროა დამსაქმებელმა საპენსიო ფონდის ნომინალურ მფლობელების ანგარიშზე, არაუგვიანეს დეკლარაციის წარდგენის სავადო თარიღის 24:00 საათამდე უზრუნველყოს შესაბამისი მოცულობის თანხის ჩარიცხვა/გადარიცხვა. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, 2025 წლის 1 მაისიდან წარმოშობილ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის (ამ ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და საპენსიო შენატანის განხორციელებისათვის მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის დარღვევით შესრულების) ფაქტის იდენტიფიცირების შემთხვევაში, დამსაქმებელს დაეკისრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული ჯარიმა და საურავი საპენსიო შენატანის იმ ოდენობაზე, რომელიც არ განხორციელებულა ან შესაბამისი ვადის დარღვევით განხორციელდა.

 აქედან გამომდინარე, საპენსიო ფონდი გთხოვთ, ჯარიმების თავიდან აცილების მიზნით განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ დეკლარირების დროულობას, სიზუსტეს და შესაბამისი საბალანსო თანხის არსებობას არაუგვიანეს დეკლარაციის წარდგენის სავადო თარიღის 24:00 საათამდე.საბალანსო თანხის მესამე პირის მიერ ჩარიცხვისას გადაამოწმეთ არის თუ არა ასახული ჩარიცხული თანხა საბალანსო თანხაში,"-აღნიშნულია საპენსიო ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

"ინვესტორების მხრიდან საქართველოს მიმართ ნდობა მაღალია, ინვესტიციები იზრდება ენერგეტიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, რაც განაპირობებს ქვეყნის რეგიონულ ცენტრად ჩამოყალიბებას"

"ინვესტორების მხრიდან საქართველოს მიმართ ნდობა მაღალია, ინვესტიციები იზრდება ენერგეტიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, რაც განაპირობებს ქვეყნის რეგიონულ ცენტრად ჩამოყალიბებას"

გამოგვყევით