ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში 1 ივლისიდან 31 ივლისის მდგომარეობით, 833 სუბიექტია რეგისტრირებული. მათ შორის, 460 ფიზიკური, ხოლო 374 იურიდიული პირი. რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო მიწის საერთო ფართობი 6,777 ჰექტარს შეადგენს.
ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრს სოფლის განვითარების სააგენტო აწარმოებს. მისი მიზანია ფერმერული მეურნეობებისა და აგრობიზნესის შესახებ ერთიანი მონაცემთა ბაზის ფორმირება.
რეესტრში რეგისტრაცია სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებში მონაწილეობის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა.
ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში რეგისტრაცია შესაძლებელია სოფლის განვითარების სააგენტოში, როგორც თბილისში (თბილისი, დევი აბაშიძის 10ა), ასევე რეგიონებში, მუნიციპალიტეტებში მოქმედ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში.