ღვინის ეროვნული დღის ფარგლებში თბილისში, ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში კონფერენცია იმართება
კონფერენციის მონაწილეები პროგრამის „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის სამეცნიერო კვლევა“ მიმდინარეობას და სამომავლო გეგმებს განიხილავენ, რომლის ფარგლებშიც 2017 წელს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებამ აღიარა, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა.
ღონისძიების ფარგლებში ასევე განიხილება მსოფლიო გლობალური ღვინის სექტორის მდგომარეობა, გამოწვევები და ბაზრების სპეციფიკა.
კონფერენციის მუშაობაში საქართველოს ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლები, მეცნიერები, ქართველი და უცხოელი ღვინის პროფესიონალები მონაწილეობენ, მათ შორის, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) გენერალური დირექტორი, ჯონ ბარკერი, „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტის“ ხელმძღვანელი, პროფესორი დავით მაღრაძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი, აკადემიკოსი დავით ლორთქიფანიძე, ტორონტოს უნივერსიტეტი პროფესორი სტივენ ბატიუკი, მილანის უნივერსიტეტის პროფესორი გაბრიელე კოლა, გეიზენჰაიმის უნივერსიტეტს პროფესორი გერგელი სოლნოკი, ღვინის მაგისტრები დებრა მეიბურგი, ლისა პეროტი, კონტსანტინ ბაუმი, ღვინის ექსპერტი და მწერალი რობერტ ჯოზეფი და სხვები.
კონფერენცია საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გახსნა.
ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) გენერალური დირექტორი, ჯონ ბარკერი მიესალმნენ.