logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"ლარის სტაბილურობა საკმაოდ დიდი ფუფუნებაა, წელიწად-ნახევარი გავიდა, რაც კურსი სტაბილურია" - ვახტანგ ჭარაია

"ლარის სტაბილურობა საკმაოდ დიდი ფუფუნებაა, წელიწად-ნახევარი გავიდა, რაც კურსი სტაბილურია" - ვახტანგ ჭარაია

1778183400

ლარის სტაბილურობა საკმაოდ დიდი ფუფუნებაა, არც კი მახსოვს, ბოლოს როდის იყო სხვა კურსი, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პრორექტორმა და პროფესორმა, ვახტანგ ჭარაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, წელიწად-ნახევარი გავიდა, რაც კურსი სტაბილურია.

„ჩვენ გვახსოვს, არა თუ წელიწად-ნახევარი, ერთი თვე ვერ ნარჩუნდებოდა ლარის კურსი ერთ ნიშნულზე. განსაკუთრებული მერყეობის პერიოდებიც გვახსოვს, რომელიც არა იმდენად საქართველოს შიდა რეალობის, არამედ უამრავი საერთაშორისო ფაქტორის შედეგი იყო. ახლა, ჩვენს გვაქვს ის პერიოდი, როდესაც ეროვნული ბანკი აგროვებს თავის რეზერვებს და ამას ღიად აცხადებს, რომ აგროვებს რეზერვებს. ის ამ ინტერვენციას არ ახდენს იმისთვის, რომ კურსი შეინარჩუნოს 2.7-იან ნიშნულზე. საერთაშორისო ორგანიზაციები ამას პოზიტიურად უყურებენ, რადგან ქვეყნის სტაბილურობა და მდგრადობა იზრდება. ამასთან ერთად, საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვე შესაძლებლობა იყიდოს ეს რესურსები, თუმცა თვითმიზანი, რომ ყოველ ჯერზე ამოიღოს ეს ჭარბი ვალუტა და გადაახურდავოს ლარში, ამისი საჭიროებაც არ დგას. თუ ეროვნული ბანკი, რაღაცა პერიოდით, შეარბილებს თავის შესყიდვებს, სავსებით შესაძლებელია ლარის გამყარებაც“, - აღნიშნა ვახტანგ ჭარაიამ.

მისივე განმარტებით, ასევე ბევრი რამ არის გლობალურად მნიშვნელოვანი, რასაც ლარის კურსზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.

„მაგალითად, თუ დამატებითი შემოსავლების წყაროს მივიღებთ, იგივე - თუ დასრულდა პირობითად რუსეთ-უკრაინის ომი, შეიძლება, ამას სხვა რეალობა მოჰყვეს. ახლო აღმოსავლეთის ომის დასრულებასაც, შესაძლოა, საერთოდ სხვა სურათი მოჰყვეს. ბევრი რამ არის გლობალურად მნიშვნელოვანი, რაც ლარზე იქონიებს ზეგავლენას, მაგრამ თუ ჩვენ ვიტყვით, რომ მეტ-ნაკლებად შევძლებთ იმ მოცემულობის შენარჩუნებას, რაც დღეს გვაქვს ქვეყანაში და ამ ნახაზით სიარულს წლის ბოლომდე , რა თქმა უნდა, ლარს არ ემუქრება გაუფასურება, როგორც მინიმუმ“, - განმარტა „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პრორექტორმა და პროფესორმა.

გამოგვყევით