"ფინტექ ასოციაციის” ხელმძღვანელის დავით კიკვიძის თქმით, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა ინფლაციის შენელებას ან შეჩერებას შეუწყობს ხელს.
როგორც კიკვიძემ გადაცემა “ბიზნესპარტნიორის” ღამის ეთერში განაცხადა, ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ ფასები დაიკლებს, აქ საუბარია ფასების ზრდის შენელებაზე, რომ კიდევ უფრო არ გაიზარდოს ინფლაციური პროცესები და მოკლევადიან თუ საშუალოვადიან პერიოდში 5.9%-ის ნაცვლად, 6.3% და 6.5% არ გახდეს ინფლაციის მაჩვენებელი.
“ჩვენ ვართ მცირე ზომის, სენსიტიური ეკონომიკურად, გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ მშპ-ს 80% არის იმპორტი, შესაბამისად, ამას ემატება ნავთობის ფასის ჩვენგან დამოუკიდებლად ზრდა, რაც ავტომატურად ყველა სხვა პროდუქტზე აისახება, ამ ყველაფრის მართვის რესურსი ჩვენ არ გვაქვს, ისე როგორც სხვა ძლიერ ქვეყნებს”, -განაცხადა კიკვიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2026 წლის 6 მაისის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) 0.25 პროცენტული პუნქტით (პპ) გაზარდა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25 პროცენტს შეადგენს.