logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის დეგუსტაციები პარიზში გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის დეგუსტაციები პარიზში გაიმართა

1747985974

ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია ფრანგული გასტრონიმიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სკოლა Ferrandi Paris-ში  ჩატარდა.

საფრანგეთის დედაქალაქში ქართული ღვინის კიდევ ერთი დეგუსტაცია HoReCa სექტორის და მიშელინის ვარსკვლავის მფლობელი რესტორნების წარმომადგენლებისთვის გაიმართა, რომლის მთავარი კონცეფცია ქართული ღვინის ფრანგულ სამზარეულოსთან შეხამება იყო.

ღონისძიებებს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს დესპანი ეკატერინე კოკაია დაესწრნენ.

საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, ლევან მეხუზლა Ferrandi Paris-ის  საერთაშორისო დეპარტამენტის ბიზნესის განვითარების პროექტის მენეჯერს ნიკოლას გაიაღს (Nicolas Caillard) შეხვდა. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნული ღონისძიებებში მონაწილეობის მიზანია ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიცირების, გაყიდვების ზრდისა და ქართული ღვინის, როგორც ნიშური კატეგორიის დამკვიდრების ხელშეწყობა.

პარიზში გამართულ დეგუსტაციებს, ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე უძღვებოდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. სააგენტო, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს ახორციელებს, მათ შორის, მეღვინეობით სახელგანთქმულ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საფრანგეთია, სადაც ქართულ ღვინოზე, განსაკუთრებით კი, ქვევრის ღვინოზე, მზარდი მოთხოვნაა.

გამოგვყევით