logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ბიზნესის აქტივობა ეკონომიკურ ზრდაში ისახება" - ლევან ვეფხვაძე

ბიზნესის აქტივობა ეკონომიკურ ზრდაში ისახება. თავდაჯერება და ოპტიმიზმი, როდესაც მეტია ბიზნესის მხრიდანაც ინვესტიცია მოდის. ამის შესახებ საქართველოს ბიზნესს ასოციაციის ( BAG)  აღმასრულებელმა  დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში განაცხადა.

ლევან ვეფხვაძე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში სტაბილური გარემო ბიზნესის განვითარების კუთხით უმნიშვნელოვანესია.

"ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესი აქტიური იყოს. მაკროეკონომიკური მაჩვენებლები მხოლოდ ეკონომიკური ზრდა ხომ არ არის?! მხოლოდ ეკონომიკური ზრდის კუთხით, არავის არ ველაპარაკებით... ჩვენ იმ ფუნდამენტურად მნიშვნელოვან მაჩვენებლებზე ვსაუბრობთ, როგორიცაა: გაცვლითი კურსის სტაბილურობა, ინფლაციის ნაწილში რიცხვები, დასაქმების ბარომეტრი - ბევრი მარკერია, რომელსაც ინვესტორები უყურებენ.

მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად, არც თუ ისე, მარტივი პოლიტიკური პერიოდისა, რაც ჩვენ გავიარეთ, მაკროეკონომიკური მაჩვენებლები სტაბილურია. ბიზნესისთვის სწორედ ესაა მთავარი - თუ ფუნდამენტური საკითხები სტაბილურია, მათ აქტიურ საქმიანობის გაგრძელებასა და გაფართოებას ნიშნავს" - აღნიშნავს ლევან ვეფხვაძე.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ლონდონში, საფონდო ბირჟის ორგანიზებით საინვესტიციო ფორუმი გაიმართა, რომელშიც საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა გახსნა, გაერთიანებული სამეფოს საინვესტიციო კომპანიებისა და საქართველოს ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ღონისძიებაზე ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობა და სხვადასხვა ბიზნეს-სექტორების განვითარების პოტენციალი განიხილეს. ფორუმის ფარგლებში პრეზენტაციები გაიმართა, რომლებიც საქართველოში მოქმედი კერძო სექტორის, მათ შორის ინვესტორთა მხარდამჭერ პროგრამებსა და მექანიზმებს ეხებოდა.

ლონდონში, წლევანდელ საქართველოს საინვესტიციო ფორუმში სხვადასხვა საინვესტიციო კომპანიებიდან და ჯგუფებიდან 180-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა.

გამოგვყევით