logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

პრესტიჟულ გერმანულ გამოცემა Wein+Markt-ში ქართული ღვინის შესახებ სტატია დაიბეჭდა

პრესტიჟულ გერმანულ გამოცემა Wein+Markt-ში ქართული ღვინის შესახებ სტატია დაიბეჭდა

1754289474

პრესტიჟულ გერმანულ გამოცემა Wein+Markt-ში ქართული ღვინის შესახებ სტატია დაიბეჭდა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

Wein+Markt-ი წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან სპეციალიზებულ გამოცემას გერმანიის ღვინის კომერციული სექტორისთვის, რომელიც  სამიზნე აუდიტორიას ბაზრის სიახლეებსა და თანამედროვე მოთხოვნებს სთავაზობს. აღნიშნულ გამოცემაში საუკეთესო ქართული ღვინოების და წარმოების ტრადიციების წარმოჩენა, ხელს შეუწყობს  გერმანიის ბაზარზე მათ პოპულარიზაციასა და გაყიდვების ზრდას. 

სტატიაში საუბარია ქართული მეღვინეობის კულტურის, ტრადიციებისა და თანამედროვე ინდუსტრიის შესახებ. ამავდროულად, Wein+Markt-ი მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას ივნისის თვეში ჩატარებული დეგუსტაცია-კონკურსის შედეგად შერჩეულ 50-მდე ქართულ ღვინოზე.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და გერმანული მარკეტინგული კომპანია ff.k Public Relations-ის ორგანიზებით, გამომცემლობა Wein+Markt-თან თანამშრომლობის ფარგლებში, ქართული ღვინის დეგუსტაცია-კონკურსი სახელწოდებით -  Best of , გერმანიის ქალაქ კიოლნში 16 ივნისს გაიმართა. პროფესიონალი ჟიურის შემადგენლობაში  შედიოდნენ გაყიდვების სფეროს წარმომადგენლები, სომელიეები, ექსპერტები და ღვინის ჟურნალისტები.

სულ კონკურსზე  წარდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 72 კომპანიის ქვევრისა და კლასიკური მეთოდით დაყენებული ღვინის 100-მდე ნიმუში. ე.წ. „ბრმა დეგუსტაციის“ საფუძველზე შეირჩა და ჟურნალში დაიბეჭდა ინფორმაცია 32 კომპანიის 47 საუკეთესო ღვინის შესახებ.

ევროპაში ღვინის უდიდესი იმპორტიორი ქვეყანა გერმანია ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრების ჩამონათვალს 2020 წლიდან დაემატა. ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, გერმანულ კომპანია ff.k Public Relations-თან  ღვინის ეროვნული სააგენტო თანამშრომლობა  2021 წლიდან დაიწყო და მიმდინარე წელსაც აქტიურად  გრძელდება.

გამოგვყევით