2026 წლის იანვარი - ოქტომბრის პერიოდში საქართველოდან ექსპორტირებულია 3.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 1.3 ათასი ტონა საწებლები.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული საწებლების რაოდენობა 5%-ით (58.8 ტონა), ხოლო ღირებულება 20%-ით (527.8 ათასი აშშ დოლარი) გაიზარდა.
2026 წლის იანვარი - ოქტომბრის პერიოდში, ექსპორტი 31 ქვეყანაში განხორციელდა, ძირითადი საექსპორტო ბაზრებია: რუსეთი(25%), აშშ (24%), ისრაელი(14%).