logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"საქართველოს მელიორაციაში“ მომხმარებელთა უფლებებზე იმსჯელეს

"საქართველოს მელიორაციაში“ მომხმარებელთა უფლებებზე იმსჯელეს

1794303027

შპს „საქართველოს მელიორაციაში“ კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებების, კომპანიების ვალდებულებებისა და საჩივრების განხილვის პროცედურების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

„საქართველოს მელიორაციის" ცნობით, შეხვედრის მონაწილეებს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა, კომუნიკაციების ომბუდსმენმა გვანცა ჩხეიძემ სამსახურის საქმიანობა, მიღწევები და არსებული გამოწვევები გააცნო. მან ყურადღება გაამახვილა მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე. 

"მონაწილეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია პროექტების - „იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში“ და „მოგზაური ოფისის“ მიზნებისა და საქმიანობის შესახებ. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მექანიზმები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრებისა და განცხადებების განხილვის პროცედურები და კანონმდებლობით განსაზღვრული ვადები. კომუნიკაციების ომბუდსმენმა ხაზი გაუსვა უწყებათაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობას. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. მას „საქართველოს მელიორაციის“ რეგიონული სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ",-აღნიშნულია ინფორმაციაში. 

გამოგვყევით