logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების კვლევის თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების კვლევის თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

1776695415

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტებმა, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ხარისხის ლაბორატორიის წარმომადგენლებთან ერთად, გენმოდიფიცირებული პროდუქტების ტესტირების უახლესი მეთოდების დანერგვის საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა გენმოდიფიცირებული პროდუქციის კვლევის პროცესში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე. მონაწილეებმა იმსჯელეს თანამედროვე მიდგომების დანერგვაზე, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვეყანაში ლაბორატორიული კვლევების ხარისხს და უზრუნველყოფს მათ შესაბამისობას საერთაშორისო რეფერენს ლაბორატორიების სტანდარტებთან.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და აღნიშნეს, რომ ახალი მეთოდებისა და პრაქტიკის დანერგვა ხელს შეუწყობს გენმოდიფიცირებული პროდუქტების კვლევის სისტემის განვითარებას და აღნიშნული მიმართულების ახალ ეტაპზე გადასვლას.

გამოგვყევით