logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

"ფასი იხილეთ პირადში" - ჩვენი გადმოსახედიდან დარღვევაა, რაზედაც მომხმარებლის მომართვის შემდეგ ვრეაგირებთ" - ირაკლი ლექვინაძე

არის შემთხვევები, როდესაც კომპანიები გვთავაზობენ მაგალითად, უძრავ ქონებას და აწერენ, რომ "ფასი პირადში იხილეთ" - ეს ჩვენი გადმოსახედიდან დარღვევაა. ასეთი ტიპის ფაქტებზე ჩვენ მომხმარებლის მომართვის შემდეგ ვრეაგირებთ, - ამის შესახებ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულიდან გამომდინარე, კონკურენციის სააგენტოსთვის მომხმარებლების აქტივობა  მნიშვნელოვანია, რადგან ამაზე ბევრი რამეა დამოკიდებული.

"სააგენტოში გასულ წელს შესული განაცხადების 90%-ზე მეტი მომხმარებელთა სასარგებლოდ გადაწყდა. მომხმარებლებმა დაახლოებით, 1 მლნ ლარამდე ლარი მოითხოვეს და ჩართულობის შედეგად უკან დაუბრუნდათ. მოქალაქეები ყველაზე ხშირად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვენ. თუ წლევანდელი წლის სამ თვეს ავიღებთ მომართვიანობა გაორმაგებულია. აღნიშნული ორ რამეს აჩვენებს - პირველი ის, რომ ვფიქრობთ, რომ მოქალაქეებში ცნობიერება გაზრდილია და უფრო მეტი იციან საკუთარი უფლებების შესახებ, ვიდრე მანამ იცოდნენ და მეორე - ის, რომ ჩვენს მიმართ აქვთ ნდობა. 

დაახლოებით, 70% ონლაინ ვაჭრობას ეხება და ეს არის ტექნიკით და ტანსაცმლით ვაჭრობა. მეორე პოზიციაზეა ტრანსპორტირება როგორც ადგილზე გამოწერილი ნივთებით, ისე უცხოეთიდან გამოწერილი ნივთებით და ეს მიმართულებაც მზარდია. მე აღვნიშნე, რომ მომხმარებლების ცნობიერება გაიზარდა, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უკვე კომპანიებიც სხვაგვარად უყურებენ მომხმარებლებთან ურთიერთობას. კომპანიები ითვალისწინებენ რეკომენდაციებს, თუმცა სფერო მზარდია და რჩება გარკვეული გამოწვევები", - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

გამოგვყევით