logo
Loading data...

WWTG-ის შეხვედრაზე საქართველოს თავმჯდომარეობის ერთწლიანი პერიოდი დადებითად შეფასდა

WWTG-ის შეხვედრაზე საქართველოს თავმჯდომარეობის ერთწლიანი პერიოდი დადებითად შეფასდა

1713514434

ბელგიის სამეფოს დედაქალაქ ბრიუსელში გამართულ ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) შეხვედრაზე საქართველოს თავმჯდომარეობის ერთწლიანი პერიოდი და მიღწეული შედეგები დადებითად შეფასდა, - ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის გახსნას, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში, ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ვახტანგ მახარობლიშვილი დაესწრო და შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

„2023 წლის პირველი მაისიდან აღნიშნული ორგანიზაციის თავმჯდომარეობა საქართველოს ერთი წლის ვადით ამერიკის შეერთებული შტატებიდან როტაციის პრინციპით გადმოეცა. თავმჯდომარეობის პერიოდში ორგანიზაციის საქმიანობის მთავარი კოორდინატორი ღვინის ეროვნული სააგენტო იყო. ორგანიზაციის ძირითადი მიზანია ღვინით ვაჭრობის გამარტივება, ღვინით საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობა და სავაჭრო ბარიერების მოხსნისთვის ერთობლივი ქმედებების განხორციელება“, – აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) წევრ ქვეყნებთან ერთად (საქართველო, აშშ, არგენტინა, ავსტრალია, კანადა, ჩილე, ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, ურუგვაი) შერხვედრას დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსით, დიდი ბრიტანეთის დელეგაციაც დაესწრო.


„მოხარული ვართ საქართველოს ერთწლიანი თავმჯდომარეობის პერიოდით. WWTG-ის წევრი ცხრავე ქვეყანა დიდ სარგებელს იღებს ჯგუფის მუშაობით. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს მთელ რიგ საკითხებში, რაც, საბოლოოდ, ხელს შეუწყობს ღვინით, როგორც სოფლის მეურნეობის ღირებული პროდუქტით ვაჭრობას, სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყნებს ექსპორტისა და ღვინით ვაჭრობის გაფართოებით“, - აღნიშნა ამერიკის დელეგაციის წევრმა ჩარლზ ჯეფერსონმა.

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით