logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

ZARDI KIDS - ყველაზე მოთხოვნადი ნათლობის სამოსია

ZARDI KIDS ქართული საბავშვო სამოსის ბრენდია, რომელიც ბაზარზე 1 წელია გამოჩნდა. 

სტარტაპის დამფუძნებელი მაკა ზარდიაშვილი "ბიზნესპარტნიორთან" ინტერვიუში ამბობს, რომ სფეროში 12 წლიანი გამოცდილების შემდეგ გადაწყვიტა ეს საქმიანობა ბიზნესად ექცია. 

"1 წელია რაც ჩემი ბრენდი დავაარსე. ამ ეტაპზე, ბიჭისა და გოგოს ტანისამოსის საკმაოდ დიდი არჩევანი გვაქვს, რომელიც ჩვილობიდან მოზრდილ ასაკზეა გათვლილი. ყველაზე მოთხოვნადი სწორედ ნათლობის და ჩვილის სამოსია, თანაც მასზე მუშაობა ყველაზე რთულია, რადგან ყველაფერი ხელით კეთდება და უამრავი პატარა დეტალია. ჩვენი სამოსი საშუალო და მაღალ საფასო სეგმენტზეა გათვლილი, ფასები 65 ლარიდან 140 ლარამდეა. ბუნებრივი ქსოვილებით ვკერავთ, ადგილობრივი ნედლეულით", - ამბობს მაკა ზარდიაშვილი.

მისივე თქმით, საბავშვო ტანსაცმლის მიმართულებით საქართველოში კონკურენცია საკმაოდ დიდია, თუმცა განსხვავებული, ავთენტიკური დიზაინით ბაზარზე საკუთარი ნიშა იპოვეს. მაგალითად, ნაქარგები, რომელსაც საკუთარი ხელით უკეთებს თითოეულ მოდელს. 

"პროდუქცია ძირითადად ონლაინ იყიდება, ასევე შეკვეთები გვაქვს სხვადასხვა ქვეყნიდან. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, დაახლოებით 1 წელში ვაპირებთ მამაკაცისა და ქალის სამოსის ხაზის განვითარებას", - ამბობს ZARDI KIDS-ის დამფუძნებელი. 

სტარტაპი გაყიდვების არხების გაფართოებას ამ ეტაპზე არ გეგმავ.  რაც შეეხება ფიზიკურ სივრცეს, ბრენდის დამფუძნებლის თქმით, საქართველოში წლებია საჭირო, რომ შოურუმმა იმუშაოს, ამიტომ ონლაინ გაყიდვები მათთვის ყველაზე მოსახერხებელი და ხელსაყრელია.

გამოგვყევით