logo
Loading data...
მთავარი ტექნოლოგიები

სტატია

ComCom-მა "ნამდვილი თუ მოგონილის?!" ფარგლებში 775 მოსწავლე და 40-მდე მასწავლებელი გადაამზადა

ComCom-მა "ნამდვილი თუ მოგონილის?!" ფარგლებში 775 მოსწავლე და 40-მდე მასწავლებელი გადაამზადა

1719567635

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსის “ნამდვილი თუ მოგონილის?!” ფარგლებში, მედიაწიგნიერების შესახებ 775 სკოლის მოსწავლე და 40-მდე მასწავლებელი გადაამზადა. საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში სულ 20-მდე სემინარი, მასწავლებლებისთვის კი 4 საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა. ამასთან ერთად, წინა კონკურსების საუკეთესო ნაშრომის ავტორმა სტუდენტებმა, რომელთაც ComCom-მა მედიაწიგნიერების ტრენერის სტატუსი მიანიჭა, სკოლის მოსწავლეებისთვის დამატებით 4 სემინარი გამართეს.

მიმდინარე კონკურსის ბოლო საინფორმაციო შეხვედრები თბილისში, 161-ე, 146-ე და 58-ე საჯარო სკოლებში გაიმართა. სემინარებს ComCom-ის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები, ნინო მაჭავარიანი და თამარ კარბაია გაუძღვნენ და მონაწილეებს კონკურსის პირობებისა და საკონკურსო ნამუშევრების შექმნასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. აღნიშნულ შეხვედრებს სულ 100 მოსწავლე ესწრებოდა.

სემინარების ფარგლებში, სკოლის მოსწავლეები BBC Academy-ის მასალების გამოყენებით, ყალბი ინფორმაციის აღმოჩენისა და ფაქტების გადამოწმების მეთოდებს გაეცნენ. გარდა ამისა, შეისწავლეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა ყალბი ინფორმაციის სახეები, ფაქტისა და მოსაზრების გამიჯვნა, ინფორმაციის გადამოწმების ხერხები და ფოტოებისა თუ ვიდეოების ფაბრიკაცია.

შეგახსენებთ, რომ ComCom-ის მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“, რომელიც მიზნად ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას ისახავს, უკვე მეთერთმეტედ ტარდება. გამარჯვებულ მონაწილეებს კომუნიკაციების კომისია MacBook Air 15.3-ს, iPhone 15 Pro-სა და iPad 10.9-ს გადასცემს.

გადაცემები

გამოგვყევით