logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

Galt&Taggart წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების $200 მლნ-ით ზრდას ელის

Galt&Taggart  წელს ტურიზმიდან მირებული შემოსავლების $200  მლნ-ით ზრდას ელის. საინვესტიციო ბანკის პროგნოზით, 2024 წელს ტურიზმის შესავლები 4.3 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს.

Galt&Taggart -ის  შეფასებით, 2024 წლის ივლისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 23.5%-ით გაიზარდა და 600 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ჯამურად, 2024 წლის იანვარ-ივლისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2.5 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა რაც წლიურად 9.1%-იანი ზრდაა. 4.1 მლრდ აშშ დოლარი იყო 2023 წელს.”-აღნიშნულია საინვესტიციო ბანკის მიმოხილვაში.

შეგახსენებთ, 2024 წლის 6 თვეში  საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა რეკორდული მაჩვენებელს მიაღწია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით წლევანდელი წლის ორ კვარტალში შემოსავლებმა  1.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

ამასთან, 2024 წელს  ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს +30.4%-ით (442 მლნ აშშ დოლარით) გადააჭარბა, ხოლო 2023 წლის მონაცემებს +5.2%-ით (94 მლნ. აშშ. დოლარით).

გამოგვყევით