logo
Loading data...

ირაკლი ქარქაშაძე გაზაფხულიდან ახალი ავიაკომპანიების შემოსვლას და ახალი მიმართულების დამატებას აანონსებს

ირაკლი ქარქაშაძე გაზაფხულიდან ახალი ავიაკომპანიების შემოსვლას და ახალი მიმართულების დამატებას აანონსებს

1707822540

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე გაზაფხულიდან ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსვლას და ახალი მიმართულების დამატებას აანონსებს.

როგორც მან გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა, ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებები ფრენების სიხშირის გაზრდასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს.

"საქართველოს მიმართ ინტერესი არის საოცრად გაზრდილი. ჩვენს შესახებ დიდი ავიაკომპანიები უკვე ფლობენ ინფორმაციას. არ გავასწრებ მოვლენებს, თუმცა დავაანონსებ, რომ გაზაფხულზე ჩვენ ძალიან კარგ ინფორმაციას გავაჟღერებთ, უბრალოდ ეს ხელმოწერილი არ არის. ჩვენ საკმაოდ რეალისტურად 3 ავიაკომპანიასთან ვსაუბრობთ, თუმცა ძალიან დიდი და პოზიტიური მოლოდინები ერთ-ერთ მათგანთან გვაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ მომეცემა საშუალება, გაზაფხულზე გაგიზიაროთ ეს ინფორმაცია.

გარდა ამისა, იქნება ასევე, ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება როგორც ქვეყნის ეკონომიკისთვის, ასევე ტურიზმის განვითარებისთვის. რაც შეეხება სიხშირეების ზრდას - ჩვენ საკმაოდ აქტიურად ვსაუბრობთ კომპანიებთან სიხშირეების ზრდაზე", - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

ანი მუმლაძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით