logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"Voyager-ი 2026 წელს ჩინეთისა და ისრაელის ბაზრების მიმართულებით გააქტიურებას გეგმავს" - სოფო აზარაშვილი

"Voyager-ი 2026 წელს ჩინეთისა და ისრაელის ბაზრების მიმართულებით გააქტიურებას გეგმავს" - სოფო აზარაშვილი

1766132280

ტურისტული კომპანია Voyager-ი 2026 წელს ჩინეთისა და ისრაელის ბაზრების მიმართულებით გააქტიურებას გეგმავს. როგორც კომპანიის  დირექტორი სოფო აზარაშვილი აცხადებს, Voyager-ს მიმდინარე წელს დიდი მიზნები აქვს და ბაზრების დივერსიფიკაციასთან ერთად ახალ ბაზრებზე გააქტიურებასაც გეგმავს.

როგორც რამდენიმე კვირის წინ, სოფო აზარაშვილმა  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრების შეხვედრის ფარგლებში განაცხადა, კომპანია აქტიურად აგრძელებს იგივე ბაზრებზე მუშაობას, თუმცა, Voyager-ი  წელს ჩინეთის ბაზრის მიმართულებით გააქტიურდება. 

"საქართველო იქნება მასპინძელი ქვეყანა ITB China-ზე, რომელიც შანხაიში ჩატარდება. ეს იქნება იგივე ტიპის ღონისძიება, რაც ბერლინში ITB Berlin-ზე იყო, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ გამოფენაზე ყველაზე მეტი ყურადღება საქართველოს დაეთმობა და საქართველო იქნება ყურადღების ცენტრში. ეს ჩვენთვის და ქართული კომპანიებისთვის ძალიან დიდი შესაძლებლობა იქნება, რომ ჩვენი პროდუქტები წარმოვადგინოთ ჩინეთის ბაზარზე, რაც დაგვეხმარება იმაში, რომ 2026 წელს ჩინეთიდან მეტი ტურისტი ჩამოვიდეს. ასევე, კონკრეტულად ჩვენ ვაპირებთ, რომ გავაქტიურდეთ და გავაკეთოთ ჩვენი ბაზრების დივერსიფიკაცია და გავაქტიურდეთ ისრაელის ბაზარზეც.

2025 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჩაატარა მრავალი მარკეტინგული კამპანია და როუდშოუ, მათ შორის გალფის ქვეყნებში, სადაც ჩვენც ვმონაწილეობდით. ეს ძალიან კარგი როუდშოუები იყო, რადგან მოგვეცა შესაძლებლობა ახალი კომპანიების გაცნობის. ეს აქტივობები 2026 წელსაც გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს ქართულ კომპანიებს, რომ უფრო კარგად განავითარონ თავიანთი საქმიანობა საკუთარ სამიზნე ბაზრებზე“, - ამბობს Voyager-ის ხელმძღვანელი.

მისივე განცხადებით, 2025 წელი Voyager-ისთვის საკმაოდ წარმატებული წელი იყო. 

შეგახსენებთ, Voyager-ი ადგილობრივ ბაზარზე წლებია ოპერირებს და  საქართველოში 5 უცხოური ავიაკომპანიის წარმომადგენელია (GSA).

გამოგვყევით