ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა “მწვანე ბარათების” პროგრამა შეაჩერა.
გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება უკავშირდება ბრაუნის უნივერსიტეტში მომხდარი სროლისა და MIT-ის პროფესორის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ვინაობის დადგენას, რომელიც შტატებში წლების წინ სწორედ “მწვანე ბარათის” მოპოვების შედეგად მოხვდა. საუბარია 48 წლის ნევეს ვალენტეზე, რომელიც, ამერიკული მედიის ინფორმაციით, დღეს გარდაცვლილი იპოვეს.
აშშ „მწვანე ბარათის“ პროგრამას აჩერებს, – ამის შესახებ აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების მდივანმა, კრისტი ნოემმა განაცხადა. ნოემის თქმით, დონალდ ტრამპის მითითებით, „მწვანე ბარათის“ პროგრამის შეჩერების ბრძანება გასცა.
ამასთან, მისივე განმარტებით, პროგრამამ ბრაუნის უნივერსიტეტში სროლაში ეჭვმიტანილს აშშ-ში ჩასვლის საშუალება მისცა.
„ბრაუნის უნივერსიტეტში სროლაში დამნაშავემ, კლაუდიო მანუელ ნევეშ ვალენტემ 2017 წელს „მწვანე ბარათი“ მიიღო. ეს საზიზღარი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში არასდროს უნდა შემოსულიყო“, – აღნიშნავს ნოემი სოციალურ ქსელში.
როგორც მედია წერს, 2025 წელს აღნიშნულ პროგრამაში თითქმის 20-მა მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
ცნობისთვის, “მწვანე ბარათის” ლატარია, რომელიც ყოველწლიურად ტარდება, შტატებში ცხოვრების უფლებას 50,000-მდე ადამიანს აძლევს. აღსანიშნავია, რომ 2025 წელს ამ პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადი 20 მილიონზე მეტმა ადამიანმა შეავსო.
The Brown University shooter, Claudio Manuel Neves Valente entered the United States through the diversity lottery immigrant visa program (DV1) in 2017 and was granted a green card. This heinous individual should never have been allowed in our country.
— Secretary Kristi Noem (@Sec_Noem) December 19, 2025
In 2017, President Trump…