logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

"ანაკლიის პორტის პროექტი გრძელდება და მალე პროექტის განხორციელებაში უცხოელი პარტნიორიც ჩაერთვება"

"ანაკლიის პორტის პროექტი გრძელდება და მალე პროექტის განხორციელებაში უცხოელი პარტნიორიც ჩაერთვება"

1766435832

ანაკლიის პორტის პროექტი გრძელდება და შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება სახელმწიფო დაფინანსებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერში" განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უცხოელ პარტნიორებთან თანხმდება კონკრეტული პუნქტები და ისინიც მალე ჩაერთვებიან პროექტის განხორციელებაში.

მოლაპარაკებები გრძელდება, მაგრამ ეს ვადებს არ ცვლის მარტივი მიზეზის გამო, პირველი ეტაპის სამუშაოები ისედაც თავის თავზე აქვს აღებული სახელმწიფოს. ასე იყო გათვალისწინებული იმ გეგმით, რომელიც თავის დროზე შემუშავდა დაღრმავების და ტალღმჭრელების შექმნის სამუშაოები ფინანსდება უშუალოდ სახელმწიფოს მიერ და ეს პროექტი გრძელდება. ამიტომ ვადებს არანაირად არ ცვლის ის მოლაპარაკებები, რომლებიც გრძელდება კონსორციუმთან. ბოლო ეტაპზე ვართ გასული,  არის კიდევ პუნქტები შესათანხმებელი, თუმცა ვფიქრობთ, რომ მალე შეთანხმდება ეს პუნქტები და საბოლოო ჯამში უკვე უცხოელი პარტნიორიც ჩაერთვება ამ პროექტის განხორციელებაში. მანამდე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პროექტი გრძელდება და შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება სახელმწიფო დაფინანსებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ეკონომიკა

გამოგვყევით