logo
Loading data...

ხულო-ზარზმის განახლებული გზა, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დროს 1.5 სთ-ით შეამცირებს

ხულო-ზარზმის განახლებული გზა, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დროს 1.5 სთ-ით შეამცირებს

1718184066

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზაზე ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქცია აქტიურად მიმდინარეობს, -ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ჯამში, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია 47 კილომეტრიან გზას უტარდება.  სამუშაოები 21 კმ-იან მონაკვეთზე დასრულებულია, ხოლო დარჩენილ 26 კილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარე თვეში აქტიურად დაიწყება ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება. ასევე აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები მეწყრულ მონაკვეთებზეც.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს დაგეგმილია მეწყრული მონაკვეთების ძირითადი ნაწილის, ხოლო საავტომობილო გზის დარჩენილ მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის სამუშაოების სრულად დასრულება.

"ხულო-ზარზმის განახლებული გზა უმოკლესი გზით დააკავშირებს ერთმანეთთან სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებს. მისი რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ხელს შეუწყობს როგორც ზემო აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ისე ტურიზმის განვითარებას. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაც.

ამასთან, განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება.  გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა,"-აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში. 

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით