logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

აფრიკის დასახლებაში, 0.5 ჰა-ზე UEFA-ს სტანდარტების საფეხბურთო მოედანი შენდება - კახა კალაძე

აფრიკის დასახლებაში, 0.5 ჰა-ზე UEFA-ს სტანდარტების საფეხბურთო მოედანი შენდება - კახა კალაძე

1769072888

სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში, ნახევარ ჰექტარ ფართობზე სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაიწყო.

როგორც დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, პროექტი მოიცავს UEFA-ს სტანდარტების საფეხბურთო მოედნის მშენებლობას, ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით.

მისი თქმით, სპორტის განვითარების მიმართულებით მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია.

„სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩის N12-ში, 3 220 კვ.მ ფართობზე UEFA-ს სტანდარტების შესაბამისი ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი და 150 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა მოეწყობა, სადაც ადგილები გათვალისწინებულია შშმ პირთათვისაც. ასევე მოეწყობა ფეხბურთელებისა და მსაჯების გასახდელები სველი წერტილებითა და საშხაპეებით. შენობა აღიჭურვება საჭირო ინვენტარით. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიიდან უკვე განხორციელდა მაღალი ძაბვის ელექტროსადენების ჯიხურის გადატანა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სამუშაოების დასრულება დაგეგმილია 2026 წელს.

"2025 წლის განმავლობაში, შესყიდვებისა და ბაზრის კვლევის დეპარტამენტის მიერ ,₾500 მლნ-ის ღირებულების პროექტებზე დადებითი დასკვნა გაიცა"

"2025 წლის განმავლობაში, შესყიდვებისა და ბაზრის კვლევის დეპარტამენტის მიერ ,₾500 მლნ-ის ღირებულების პროექტებზე დადებითი დასკვნა გაიცა"

ეკონომიკა

გამოგვყევით