logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"სუს-მა მიმართა ასოციაციის წევრ კომპანიებს და გამოითხოვა გარკვეული დოკუმენტაცია" - რითეილ ასოციაცია განცხადებას ავრცელებს

"სუს-მა მიმართა ასოციაციის წევრ კომპანიებს და გამოითხოვა გარკვეული დოკუმენტაცია" - რითეილ ასოციაცია განცხადებას ავრცელებს

1769081100

საქართველოს რითეილ ასოციაცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ  დღეს, 22 იანვარს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, კანონმდებლობით დადგენილი წესისა და შესაბამისი გაჩინების საფუძველზე, მიმართა ასოციაციის წევრ კომპანიებს და გამოითხოვა გარკვეული დოკუმენტაცია, მათ შორის ხელშეკრულებები, პირველადი საბუღალტრო დოკუმენტები, ფაქტურები და ინვოისები.

"ასოციაციის ყველა წევრი კომპანია სრულად და შეუფერხებლად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოსთან. შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი პროცესუალური ჩარჩოების სრული დაცვით. გამოთხოვილი დოკუმენტაციის მოცულობიდან გამომდინარე, მისი თავმოყრა, დამუშავება და წარდგენა საჭიროებს დამატებით დროს. შემდგომი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, საზოგადოებას მიეწოდება დამატებითი ოფიციალური განმარტება",- ნათქვამია რითეილ ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე  გუშინ ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის ბოლოს, რამდენიმე კვირის  წინ განაცხადა, რომ სასურსათო პროდუქტებზე ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა მართლაც დიდია.

მთავრობის მეთაურის თქმით, ფასებს შორის სხვაობას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს. პრემიერმა აღნიშნა, რომ მოგების მაღალი მარჟის პირობებში, კომპანიები მარკეტების ქსელს სწრაფად აფართოებენ.

მისივე თქმით, წინასწარი ანალიზის საფუძველზე, შეიძლება გამოიკვეთოს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, რომელიც მაღალ ფასნამატს და შესაბამისად, მაღალ ფასებს განაპირობებს. მათ შორის, არსებული პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა, შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ.

"სამშენებლო მასალების სარეკომენდაციო საბაზრო ფასის სამხარაულის ბიუროს მიერ დადგენა, ხელს შეუწყობს სამართლიანი ბაზრის პრინციპების ჩამოყალიბებას"

"სამშენებლო მასალების სარეკომენდაციო საბაზრო ფასის სამხარაულის ბიუროს მიერ დადგენა, ხელს შეუწყობს სამართლიანი ბაზრის პრინციპების ჩამოყალიბებას"

ეკონომიკა

გამოგვყევით