logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"2025 წლის განმავლობაში, შესყიდვებისა და ბაზრის კვლევის დეპარტამენტის მიერ ,₾500 მლნ-ის ღირებულების პროექტებზე დადებითი დასკვნა გაიცა"

"2025 წლის განმავლობაში, შესყიდვებისა და ბაზრის კვლევის დეპარტამენტის მიერ ,₾500 მლნ-ის ღირებულების პროექტებზე დადებითი დასკვნა გაიცა"

1769079879

შესყიდვებისა და ბაზრის კვლევის დეპარტამენტის მიერ 2025 წლის მანძილზე განხილულ იქნა დაახლოებით 600 მლნ ლარის ღირებულების პროექტები, საიდანაც 500 მლნ ლარის ღირებულების პროექტებზე გაიცა დადებითი დასკვნა, -  ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის შესყიდვებისა და ბაზრის კვლევის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ჩიტაიამ განაცხადა.

მისი თქმით, პირდაპირმა ეკონომიამ შეადგინა 20 მლნ ლარი.

„2025 წლამდე მთავრობის ადმინისტრაცია ითანხმებდა გარკვეულ კოდებს, ხოლო 2025 წელს, მას შემდგომ, რაც შეიქმნა შესყიდვებისა და ბაზრის კვლევის დეპარტამენტი, დაემატა სამშენებლო და სპეცტანსაცმლის კლასიფიკატორის კოდები, ასევე - გარკვეული კონტროლის მექანიზმები. შესყიდვებისა და ბაზრის კვლევის დეპარტამენტის მიერ 2025 წლის მანძილზე განხილულ იქნა დაახლოებით 600 მლნ ლარის ღირებულების პროექტები, საიდანაც 500 მლნ ლარის ღირებულების პროექტებზე გაიცა დადებითი დასკვნა და პირდაპირმა ეკონომიამ შეადგინა 20 მლნ ლარი. დაახლოებით 102 მილიონ ლარზე გაიცა უარყოფითი დასკვნა. შესაბამისად, შესყიდვებისა და ბაზრის კვლევის დეპარტამენტის საქმიანობის შედეგად მიღებულმა ჯამურმა ეკონომიამ შეადგინა 120 მლნ ლარი“, - განაცხადა ირაკლი ჩიტაიამ.

"სამშენებლო მასალების სარეკომენდაციო საბაზრო ფასის სამხარაულის ბიუროს მიერ დადგენა, ხელს შეუწყობს სამართლიანი ბაზრის პრინციპების ჩამოყალიბებას"

"სამშენებლო მასალების სარეკომენდაციო საბაზრო ფასის სამხარაულის ბიუროს მიერ დადგენა, ხელს შეუწყობს სამართლიანი ბაზრის პრინციპების ჩამოყალიბებას"

ეკონომიკა

გამოგვყევით