logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

ირაკლი კობახიძე - აეროპორტების მიმართულებით, გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები

ირაკლი კობახიძე - აეროპორტების მიმართულებით, გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები

1730101388

აეროპორტების მიმართულებით, გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები - აშენდება თბილსის ახალი საერთაშორისო აეროპორტი ვაზიანში, ასევე იგეგმება ქუთაისის აეროპორტის გაფართოება, - ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 მისივე თქმით, ანაკლიაში უკვე დაიწყო ახალი პორტის მშენებლობა.

„აღსანიშნავია ანაკლიის პროექტი, რომლის მშენებლობაც უკვე დაწყებულია და შედეგები გვექნება მაქსიმუმ 2029 წლისთვის, თუმცა იმედია, 1 წლით ადრე მოხდება პირველი გემების მიღება. ანაკლიაში გვაქვს ახალი სტადიონის პროექტი,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

 

გამოგვყევით