logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

"ხაზარაძე იმის გამო დამარცხდა, რომ ანაკლიის უმნიშვნელოვანესი პროექტი ჩააგდო" - ირაკლი კობახიძე

"ხაზარაძე იმის გამო დამარცხდა, რომ ანაკლიის უმნიშვნელოვანესი პროექტი ჩააგდო" - ირაკლი კობახიძე

1722412182

არბიტრაჟმა დაადგინა სიმართლე და ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური. დამარცხდა ხაზარაძე იმის გამო, რომ მან ჩააგდო ანაკლიის უმნიშვლენოვანესი პროექტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მთავრობის მეთაურის თქმითსახელმწიფომ ყველა პირობა შეუქმნა ხაზარაძის კონსორციუმსიმისათვისრომ მოეზიდათ ინვესტორები, თუმცა, მან ვერ შეძლო ინვესტორების მოზიდვა და ჩააგდო ეს უმნიშვლენოვანესი პროექტი. 

" მთავრობის გადაწყვეტილებით, რამდენჯერმე გადავადებაც მოხდა. ხაზარაძემ ვერცერთ შემთხვევაში ვერ შეძლო ინვესტორების მოზიდვა, ჩააგდო ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი და შემდეგ იქით უჩივლა სახელმწიფოს ამასთან დაკავშირებით. სახელმწიფოსგან ითხოვდა მილიონებს იმ ვითომ მიყენებული ზიანისთვის, რომელიც მან თითქოს მიიღო სახელმწიფოსგან. არბიტრაჟმა დაადგინა სიმართლე ამ საქმესთან დაკავშირებით და ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური გადაწყვეტილება. დამარცხდა ხაზარაძე იმის გამო, რომ ჩააგდო ანაკლიის უმნიშვნელოვანესი პროექტი. ამ პროექტის გამო ჩვენ კონსტიტუციაც კი შევცვალეთ, იმისთვის რომ ხაზარაძეს გაადვილებოდა ინვესტორების მოზიდვა, თუმცა მან ვერცერთი ინვესტორი ვერ მოიზიდა და ეს ყველაფერი დაადგინა სათანადოდ არბიტრაჟმა“, - განაცხადა კობახიძემ.

როგორც ცნობილია, საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა. 

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურებს დაწყების შესახებ განცხადება 2020 წლის 9 იანვარს გააკეთა. იმავე დღეს, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილება კონსორციუმთან საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურების დაწყების შესახებ უსაფუძვლო იყო და აღნიშნა, რომ საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართავენ. 

გამოგვყევით