logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"2025 წელს ბათუმის პირველად ბაზარზე ბინების გაყიდვები გაიზარდა" - Galt & Taggart

ბათუმში პირველადი ბაზრის (ახალი ბინა) ფასმა ზრდა განაგრძო, თუმცა შენელებული მოთხოვნისა და გაზრდილი მიწოდების ფონზე, ფასების მიმდინარე ზრდის ტემპი შესაძლოა, არამდგრადი იყოს. ამის შესახებ Galt & Taggart-ის 2025 წლის III კვარტალის ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმოხილვაშია ნათქვამი.

მათივე ინფორმაციით, 2025 წელს ზღვისპირა ქალაქში პირველად ბაზარზე ბინების გაყიდვები 2024 წლის შემცირებული მაჩვენებლის შემდეგ გაიზარდა. კერძოდ, საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2025 წლის მესამე კვარტალში ბათუმში 4 893 ბინა გაიყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 27.0%-ით მეტია.

"ზრდის მიუხედავად, გაყიდვების დინამიკა კვლავ მნიშვნელოვნად ჩამორჩება 2022-2023 წლების დონეს, მაშინ როდესაც გასაყიდი ბინების რაოდენობა კვლავ მაღალია. აღნიშნული საკითხი კი, ჭარბი მიწოდების რისკებზე მიუთითებს.

პირველადი ბაზრის ფასმა ზრდა განაგრძო, თუმცა ჩვენი შეფასებით, შენელებული მოთხოვნის და გაზრდილი მიწოდების ფონზე, ფასების მიმდინარე ზრდის ტემპი შესაძლოა არამდგრადი იყოს. 2025 წელს გაყიდვები მეორად ბაზარზე მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2022-23 წლის ნიშნულს გადააჭარბა, რაც ძირითადად ბათუმის საბინაო ფონდის ზრდამ და თანმდევმა გაზრდილმა აქტივობამ განაპირობა. კერძოდ, გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, მეორად ბაზარზე ფასების ზრდა გაგრძელდა", - ვკითხულობთ მიმოხილვაში.

მათივე ცნობით, პირველად ბაზარზე 2025 წლის 8 თვეში ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები წლიურად 10.4%-ით გაიზარდა.

"მეორად ბაზარზე გაყიდვები, რაც დინამიკას რეალურ დროში აჩვენებს, წლიურად 16.8%-ით გაიზარდა (9 თვეში +16.7% წ/წ), რაც ძირითადად ბათუმის საბინაო ფონდის ზრდამ და თანმდევმა გაზრდილმა ტრანზაქციებმა განაპირობა.

პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 34.6%-ით გაიზარდა (9 თვეში +11.8%წ/წ).

ჩვენ მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის მიხედვით (რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს), პირველად ბაზარზე 2025 წლის 8 თვეში 2024 წელს დაფიქსირებული კლების შემდეგ ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები წლიურად 10.4%-ით გაიზარდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოგვყევით