საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო ესპანეთში, ბარსელონაში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და გავლენიან გამოფენაში IBTM World 2025 მონაწილეობს.
გამოფენაზე 9 ქართული კომპანიაა წარდგენილი. IBTM World 2025-ზე საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე საუბრობს სასტუმრო „ბილტმორ თბილისის“ წარმომადგენელი მარიამ ქუთათელაძე.
„გამოფენა ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. ვფიქრობ, რომ IBTM ბარსელონა საკმაოდ პროდუქტიულია საქართველოსთვის, განსაკუთრებით MICE მიმართულებით და ველოდებით პოზიტიურ შედეგებს.“
IBTM World 2025-ის ფარგლებში საქართველოს საკონვენვენციო და საგამოფენო ბიურო მოლაპარაკებებს აწარმოებს წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან საქართველოში მსხვილი ღონისძიებების, ფორუმების, კონგრესებისა და კონფერენციების გამართვის მიმართულებით.
IBTM World 2025-ზე წარმოდგენილია 150 ქვეყნიდან 2 500-ზე მეტი ორგანიზაცია და კომპანია, ხოლო გამოფენის სტუმრების რაოდენობა 12 ათასს აჭარბებს.