logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

10 თვეში ქვეყნიდან ფეროშენადნობების ექსპორტი თითქმის 44%-ით, $175 მლნ-მდე შემცირდა

10 თვეში ქვეყნიდან ფეროშენადნობების ექსპორტი თითქმის 44%-ით, $175 მლნ-მდე შემცირდა

1763541490

ფეროშენადნობების ბაზარზე კრიზისი გრძელდება. 10 თვეში ქვეყნიდან ფეროშენადნობების ექსპორტი თითქმის 44%-ით, 175 მლნ დოლარამდე შემცირდა.

ფეროშენადნობების ბაზარზე კრიზისი რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ დაიწყო, მოთხოვნის შემცირების ფონზე კი ფეროშენადნობების მწარმოებელ საწარმოთა დიდი ნაწილი გაჩერდა.

როგორც ფეროშენადნობების ასოციაციაში ამბობენ, ზაფხულში, იაფი ელექტროენერგიის პირობებში, რამდენიმე საწარმომ მუშაობა დროებით განაახლა, თუმცა შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, ელექტროენერგიაზე მაღალი ფასის და იაფი პროდუქციის პირობებში წარმოების პროცესი ისევ შენელებულია და სექტორში ფეროშენადნობების ექსპორტის თვალსაზრისით ჯერჯერობით პოზიტიური მოლოდინები არ იკვეთება.

ქართული შენადნობების წამყვან საექსპორტო ქვეყნებში თურქეთი, იტალია და ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს. ქართული ფეროშენადნობების TOP-3 საექსპორტო ბაზარი ასე გამოიყურება: თურქეთი $28,717 მლნ - 26 577ტ,  იტალია  - 24,836 მლნ - 22 746 ტონა,  აშშ -  21,723 მლნ - 19 027 ტონა. 

გამოგვყევით